“ასტრაზენეკა” ევროკავშირს პირველ კვარტალში 9 მილიონი დოზით მეტ ვაქცინას მიაწვდის

კომპანია AstraZeneca ევროკავშირს პირველ კვარტალში 9 მილიონი დოზით მეტ ვაქცინას მიაწვდის.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, კომპანიამ მიწოდების მოცულობა, ჯამურად, 40 მილიონამდე გაზარდა, ასევე, მიწოდებას დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყებს.

ფონ დერ ლაიენის თქმითვე, კომპანიაში ევროპაში საწარმო მოცულობებს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამლების სააგენტომ 29 იანვარს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

მანამდე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს პირველ კვარტალში გაცილებით ნაკლებ დოზას მიაწვდიდა, ვიდრე ეს თავიდან იყო გაცხადებული.

კონტაქტის თანახმად, ასტრაზენეკამ ევროკავშირს პრეპარატის 300 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს, შემდგომში 100 მილიონი დოზის დამატების პერსპექტივით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები