მიანმარზე სამხედრო გადატრიალება მოხდა – გამოცხადდა ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა

მიანმარში შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ხელისუფლება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელს, მინუ აუნგუ ხლაინს გადასცეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მანამდე, მმართველი პარტიის “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულია ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, აუნ სან სუ ჩჟი. ამის შემდეგ კი კავშირგაბმულობის პრობლემები შეიქმნა, სამთავრობო ტელეარხებზე მაუწყებლობა შეწყდა.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ დააკავეს ყველა მაღალჩინოსანი, რაც, მათი თქმით, 2020 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბების შედეგია.

საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოცხადდა.

ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ პარლამენტში 396 ადგილი მოიპოვა, ხოლო სამხედროების მიერ მხარდაჭერილმა სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ 33. ამის შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა.

იანვარში ხლაინმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კონსტიტუციის მოქმედება შეწყდეს, თუმცა, ხელისუფლების მიტაცების სურვილს უარყოფდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები