ზელენსკი: კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, მსოფლიოს გაუჭირდება, აშშ აღიქვას, როგორც დემოკრატიის სიმბოლო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის შოკირებული იყო, როდესაც დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის სცენებს უყურებდა.

ამის შესახებ მან Axios-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ მომხდარის შემდეგ მსოფლიოს გაუჭირდება, აღიქვას შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიის სიმბოლო.

“ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ ასეთი რამე შეიძლება, ხდებოდეს აშშ-ში. ვფიქრობ, რომ ეს შეერთებული შტატების დემოკრატიისთვის მიყენებული ძლიერი დარტყმა იყო. შევეჩვიეთ, გვჯეროდეს აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების, სადაც ხელისუფლება გადაეცემა მშვიდობიანად, ომის გარეშე, რევოლუციების გარეშე. უკრაინაში ორი რევოლუცია ვნახეთ, გვესმოდა, რომ ასეთი რამე შეიძლება, მსოფლიოშიც ხდებოდეს. მაგრამ ასეთი რამ რომ აშშ-ში მომხდარიყო? ამას არავინ ელოდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის. ძალიან შეშფოთებული ვიყავი, არ მსურდა, თქვენთან გადატრიალება, სროლა და მსხვერპლი ყოფილიყო. ასეთი რამის შემდეგ, ვფიქრობ, მსოფლიოს გაუჭირდება, აშშ განიხილოს, როგორც დემოკრატიის სიმბოლო”, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები