იაპონიაში „ბრიტანული“კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს

იაპონიაში, საიტამსა და ტოკიოში, ბრიტანული შტამის კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა გამოავლინეს. პირველი კერა საიტამაში დაინფიცირებულების სამუშაო ადგილზეა. სავარაუდოდ, ისინი იმ მამაკაცისგან დაინფიცირდნენ, რომელსაც კორონავირუსი შედარებით ადრე დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Nikkei” ავრცელებს. ყველა ახალი ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებულია. ისინი 40-დან 60 წლამდე ასაკის არიან. იაპონიაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი შეადგენს 388 ათასს, მათგან 64 ე.წ. ბრიტანული კორონავირუსითაა ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები