კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის საზღვრებს კეტავს – რა ვითარებაა მსოფლიოში

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე გერმანიის ხელისუფლებამ სანიტარული ზომები გაამკაცრა. ცვლილებები ეხება ქვეყანაში შემსვლელ უცხოელებს, რომელთაც გერმანიაში ცხოვრების უფლება არ აქვთ. ხელისუფლება ასევე ადგენს ქვეყნების შავ სიას, ვისთანაც სატრანსპორტო მიმოსვლა სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე მკაცრად შეიზღუდება.

ჯერჯერობით ამ სიაშია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და პორტუგალია. ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ასევე მიიღეს საფრანგეთსა და პორტუგალიაში. დღეიდან საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკიდან გასვლა და შემოსვლა ევროკავშირის მიღმა მკაცრად იზღუდება. ევროკავშირის ტერიტორიაზე სამოგზაუროდ აუცილებელია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის თან ქონა. პორტუგალია დახურავს სახმელეთო საზღვარს ესპანეთთან – მისი გადაკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 გამოყოფილ პუნქტში, განსაკუთრებული მიზეზის ქონის შემთხვევაში.

ამ დროს ლონდონის სამედიცინო დაწესებულებებში COVID-19-ით ინფიცირებული, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტების საშუალო ასაკის შემცირებას აფიქსირებენ. ეს დაკავშირებულია კორონავირუსის ახალ შტამთან.

ფიზიოთერაპევტი კლერ ბენდალი აცხადებს, რომ პაციენტების ასაკობრივი სხვაობა შოკისმომგვრელია.

„ისინი გაცილებით ახალგაზრდები არიან. პირველი ტალღის დროს მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო დედაჩემი ან დეიდა. ახლა ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა მე ვყოფილიყავი, ჩემი ძმა ან ჩემი შეყვარებული”.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დარეგისტირებულია COVID-19-ის 100 მილიონი შემთხვევა. 2 მილიონ 200 ათასი დაინფიცირებული უკვე გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები