იაპონია 2021 წლის ოლიმპიადას ჩაატარებს

იაპონიის პრემიერის, იოშიჰიდე სუგას განცხადებით, ქვეყანა ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს ზაფხულში აუცილებლად ჩაატარებს იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება კორონავირუსთან დაკაშირებული ვითარება.

ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 24 ივლისის – აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო, მათი ჩატარება 2021 წლის 23 ივლისის-8 აგვისტოს პერიოდამდე გადაიტანეს.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ფლორიდის შტატის საფინანსო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჯიმი პატრონისმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შესთავაზა, ზაფხულის ოლიმპიადის გადატანა იაპონიიდან აშშ-ში მოხდეს.

მისი თქმით, შტატს გააჩნია ასეთი მასშტაბების ტურნირების გამართვის ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, შტატში სპორტული ღონისძიებების გამართვა ნებადართული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები