ევროკომისიამ “ასტრაზენეკასთან” დადებული კონტრაქტი გაასაჯაროვა

ევროკომისიამ AstraZeneca-სთან შეთანხმებით კომპანიასთან დადებული კონტრაქტი გაასაჯაროვა, რომელიც 2020 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა. ამის მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტის ირგვლივ არსებული დავის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

“კომისია მიესალმება კომპანიის სურვილს, რომ მეტი გამჭირვალობა იყოს, რაც მნიშვნელოვანია ევროპის მოქალაქეების ნდობის განმტკიცებისთვის”, – აღნიშნავენ კომისიაში.

კონტრაქტის თანახმად, ევროკავშირმა AstraZeneca-ს ვაქცინის 300 მილიონი დოზა შეუკვეთა, კიდევ 100 მილიონი დოზის შესყიდვის შესაძლებლობით.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს ევროპის წამლების რეგულატორისგან ევროკავშირის სივრცეში მის მიერ წარმოებული ვაქცინის ნებართვა ჯერ არ მიუღია. მოსალოდნელია, რომ ეს უკვე რამდენიმე დღეში მოხდება.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირს წლის პირველ კვარტალში დაგეგმილზე ბევრად ნაკლებ დოზას მიაწვდიან. პრეპარატის შეფერხება აქვს ასევე BioNTech-Pfizer-საც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები