ამირან გამყრელიძე: ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მიიღებენ ვაქცინის ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მიიღებენ ვაქცინის ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ.

მისივე თქმით, „კოვაქსიდან“ საქართველომ წლის განმავლობაში 1.4 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს.

„ ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყნისგან არის დაპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი, ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. ის არის, ჯერჯერობით, ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები