ამირან გამყრელიძე: პანდემია გრძელდება, არის მუტაციები, ახალი შტამები ჩნდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის.
„მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია. პანდემია გრძელდება, არის მუტაციები, ახალი შტამები ჩნდება და სიტუაცია ჯერ პროგნოზირებადი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.