ამირან გამყრელიძე: ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს

“ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, იანვარში დადებითობის მაჩვენებელი არის 8%.

„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია – 3,5%, ბოლო 7 დღეში – 4.7%, ბოლო 14 დღეში კი 5.8%. ზოგადად, იანვარში არის 8%, ბოლო 30 დღის განმავლობაში – 4%“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები