“ვაქცინური ომები” – ბრიუსელმა ბრიტანეთში ვაქცინის მიწოდება შესაძლოა, დაბლოკოს

ევროკავშირმა ბელგიაში წარმოებული – BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება ბრიტანეთში შესაძლოა, დაბლოკოს, რაც AstraZeneсa-ს პრეპარატის მიწოდების შეფერხების პასუხი იქნება.

ამის შესახებ The Independent-ი ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილზე დაყრდნობით წერს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა.

დოკუმენტის თანახმად, ბრიუსელში სწავლობენ ამგვარი “გადაუდებელი ზომების” მიღებას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდება და წარმოება გამარტივდეს. ამისთვის ევროსაბჭოს ხელმძღვანლობა მზად არის, “ყველა კანონიერი საშუალება” გამოიყენოს, სანამ პრობლემის მოგვარება “დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით” მიმდინარეობს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ  “ვაქცინური ომების”პროვოცირება AstraZeneсa-მ მოახდინა, რომელმაც 22 იანვარს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საკუთარი ვაქცინის მიწოდებას აფერხებს. ამასთან, ბრიტანეთს შეთანხმების შესაბამისად, პრეპარატს სული მოცულობით მიაწვდის.

კომპანიაში ამგვარი მიდგომა განმარტეს იმით, რომ ევროკავშირთან კონტრაქტი გვიან გაფორმდა.

ცნობილია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneсa ევროკავშირის ქვეყნებს პრეპარატის მიწოდებას 67%-ით შეუმცირებს.

ამასთან, ევროკავშირში ეჭვობენ, რომ AstraZeneсa ევროკავშირისთვის განკუთვნილ დოზებს ბრიტანეთსა და მესამე ქვეყნებს მიაწვდის, რასაც კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ.

რაც შეეხება BioNTech/Pfizer-ის ვაქცინას, ბრიტანეთს 40 მილიონი დოზის კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები