მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 56 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 56 043 612 -მა მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.

შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ქვეყნებს.

ასევე, ვირუსი სულ 101 453 597 მილიონ ადამიანს აქვს დადასტურებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით ანტირეკორდს აშშ-ში ამყარებს, სადაც 25 762 726 დადასტურებული შემთხვევაა.

მეორე ადგილს ინდოეთი 10 720 048 დაავადებულით იკავებს, მესამეს ბრაზილია – 9 058 687, მეოთხეს ბრიტანეთი 3 754 448, რუსეთი კი, მეხუთე პოზიციაში გადავიდა 3 752 548. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებლით ევროპის რეგიონს, აქ ლიდერი ბრიტანეთია 3 754 448, შემდეგ საფრანგეთი 3 166 145; ესპანეთი 2 705 001; იტალია 2 515 507 და გერმანია 2 194 562.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 191 07 ადამიანი შეეწირა. ამ შემთხვევაშიც პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც 433 067 ლეტალური შემთხვევაა; ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ევროპის რეგიონში ასევე ბრიტანეთია 103 324 გარდაცვლილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები