ალეკო ელისაშვილი: გიგა ბოკერიას მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას

“გიგა ბოკერიას მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ეტაპობრივი, ევოლუციური განვითარება და არა – რევოლუციური.

„ღმერთმა დაიფაროს საქართველო კიდევ ერთი რევოლუციისგან. ამ ქვეყანას სჭირდება ეტაპობრივი, საფეხურებრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, ევოლუციური და არა – რევოლუციური. ეს რევოლუციები და გადატრიალებები, კიდევ ვიღაც ძვლებში დამამტვრეველი ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნდება, გლდანის ციხის იმ ფუნქციით აღდგენა, როგორითაც იყო 2012 წლამდე, ამისგან ღმერთმა დაიფაროს საქართველო. ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. ვინც იბრალებს, რომ რევოლუციას მოაწყობს, იმ ხალხის რევოლუცია არ გაიშვას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები