ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვეს

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ხიმკინსკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნავალნისთვის 30-დღიანი დაპატიმრების შესახებ.

როგორც ნავალნიმ სასამართლოს დარბაზში თქვა, “ყველაფერი თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის, მადლობა”.

ალექსეი ნავალნი გერმანიიდან დაბრუნებისთანავე შერემეტიევის აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს.

2 თებერვალს კი სიმონოვსკის სასამართლო “ივ როშე”-ს საქმეზე ნავალნისთვის პირობით მსჯავრის შეცვლაზე დაიწყებს მსჯელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები