“ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა, აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი და ეს კვლავაც დადასტურდა ამ ინდექსით”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა.
,,კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც შეინარჩუნა საკმაოდ კარგი ქულა, ეს არის 56 ქულა, ანუ არანაირად ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას.
საუკეთესოები ვართ ჩვენ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში, ასევე და 180 ქვეყანას შორის მსოფლიოში 45-ე ადგილზე ვართ. ჩვენი ქულა არის სტაბილურად კარგი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა, აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი და ეს კვლავაც დადასტურდა ამ ინდექსით“, – განაცხადა თურნავამ.
2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.