ადამიანის უფლებების დარღვევების მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება დაადასტურა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელსაც მხარი 107-მა დეპუტატმა დაუჭირა, 36 წინააღმდეგი იყო, 24-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში კერძოდ ნათქვამია, რომ რიგ საკითხებში რუსეთი ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს სცდება და ამ კუთხით ბოლო დროს ვითარება გაუარესებულია.

დოკუმენტში გაკრიტიკებულია რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისგან ათავისუფლებს მოსკოვს; რუსეთის დუმისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ზეწოლის ბერკეტების მიცემა; ასევე გადადგმული დამატებითი ნაბიჯები ყირიმის უკანონო ანექსირებისკენ და სხვა.

ასევე, ასამბლეა გმობს ქვეყანაში არსებულ ავტორიტარული ტენდენციებს, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით არის გამწვავებული; შეკრების თავისუფლებების აკრძალვის გამკაცრება, რუსეთის მთავრობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ბრძოლის აკრძალვის გამკაცრება.

ცალკე ნაწილი დაეთმო ალექსეი ნავალნის დევნასა და მის დაკავებებს, ასევე, მასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს.

მიუხედავად ამისა ასამბლეა არ გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამას “დიალოგისკენ სწრაფვით” განმარტავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები