ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მათ განცხადებებსა და პოზიციაზე

„თუკი მათ სურთ, არჩევანი გააკეთონ საბოტაჟის სასარგებლოდ და ჩვენ გვესმის ბოლო დროს განცხადებები რევოლუციურ სცენარზე, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა, ყველაფერს ადეკვატური რეაგირება ექნება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მათ განცხადებებსა და პოზიციაზე.

„თუკი მათ სურთ, არჩევანი გააკეთონ საბოტაჟის სასარგებლოდ და ჩვენ გვესმის ბოლო დროს განცხადებები რევოლუციურ სცენარზე, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა, ყველაფერს ექნება ადეკვატური რეაგირება.

საკითხი დგას მარტივად, გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მათ განცხადებებზე, მათ პოზიციაზე – ირჩევენ ისინი გზას საბოტაჟის მიმართულებით და ამ შემთხვევაში მათ შეუწყდებათ უფლებამოსილებები, თუ ისინი გადაწყვეტენ აირჩიონ გზა დემოკრატიის სასარგებლოდ, ამით არ მიიწებონ იარლიყი, რომ ისინი საპარლამენტო დემოკრატიას საქართველოში ძირს უთხრიან, ამ შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ მანდატებს და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები