დიმიტრი ხუნდაძე: ვასრულებთ პირობას, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესს და რაც შეიძლება მალე მივიღოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება
“ვასრულებთ პირობას, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესს და რაც შეიძლება მალე მივიღოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის კოვიდვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ სამედიცინო პროდუქტს შენახვისა და მოხმარების წესი აქვს, ამიტომ, მედპერსონალის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია.
“ვასრულებთ პირობას, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესს და რაც შეიძლება მალე მივიღოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება. მე მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო მედპერსონალისა და კლინიკის პასუხისმგებლობაზე ყურადღება, ნებისმიერ სამედიცინო პროდუქტს შენახვისა და მოხმარების წესი აქვს. მაგრამ თუ დადგა ზიანი არა მედპერსონალის დაშვებული შეცდომის გამო, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო”, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.