მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და მის ჭკუაზე დადიოდე

“არ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ ძალადობას ლეგიტიმაციას ვერ შესძენს.

მისი განცხადებით, ადამიანმა, რომელმაც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება, ვიღაცას ან რევოლუციაში მონაწილეობის, ან ძალადობის, ან სიცრუის ტირაჟირების ვალდებულება დააკისროს.

„არ შეიძლება, ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე. ისინი, ბოდიში ამ ტერმინისთვის, მაგრამ მათივე ენაზე ვიტყვი, „აპრავებენ“ ძალადობას, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა აქვთ. ადრე გახსოვთ, მან (ბოკერიამ) თქვა „ლეგიტიმური ძალადობა“ თუ რაღაც მსგავსი. შესაბამისად, ისინი ამ ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ ვერც ძალადობას, ვერც სიცრუეს, ვერც ვითომ გაყალბებულ არჩევნებს. და ადამიანმა, რომელმაც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება, ვალდებულება დააკისროს ვიღაცას ან რევოლუციაში მონაწილეობის, ან ძალადობის, ან სიცრუის ტირაჟირების, ან მისი მომხრეობის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები