გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციური პარტიების წუხილებს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი მიზანი – რევოლუციური სცენარი, სამწუხაროდ, რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ

“ოპოზიციური პარტიების წუხილებს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი მიზანი – რევოლუციური სცენარი, სამწუხაროდ, ამ სცენარებს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა გაძლიერდა და რეგლამენტში ცვლილებები შევიდა.

,,იცით, რომ რეგლამენტში ცვლილებები შევიტანეთ და გაძლიერდა ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ასევე, საპარლამენტო ოპოზიციას ყველა სამართლებრივი ბერკეტი მივეცით. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წუხილებს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი მიზანი – რევოლუციური სცენარი, სამწუხაროდ, ამ სცენარებს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ, თუმცა, არა იმიტომ, რომ კომპეტენცია არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები