მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი ნიკა ქაცარიძე წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მამუკა ლორიამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები