მამუკა მდინარაძე: იაგო ხვიჩიამ წარმოადგინოს არგუმენტი, როგორ ანგრევს „ქართული ოცნება” პარლამენტარიზმს

“იაგო ხვიჩიამ წარმოადგინოს არგუმენტი, როგორ ანგრევს „ქართული ოცნება” პარლამენტარიზმს”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული პარლამენტარიზმის დანგრევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების შესახებაც აპელირებენ, თუმცა, არგუმენტები არც აქ აქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ იაგო ხვიჩია ცდილობს, გარკვეულ მომენტებში კონსტრუქციული იყოს, ნახევრად მინიმუმ მისამართები ერევა ხოლმე. იქნებ, არგუმენტი წარმოადგინოს, „ქართული ოცნება” პარლამენტარიზმს როგორ ანგრევს. ასე, ზეპირად გაყალბებულ არჩევნებსაც იძახიან, მაგრამ არგუმენტები არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა” რატომ ანგრევს, ეს სიმართლე ვიცით, მაგრამ იმიტომ, რომ ოპოზიციონერი ხარ და მაინცდამაინც „ქართულ ოცნებასაც” იგივე დააბრალო, ეს ობიექტურობა არ არის. თორემ დასაბრალებლის იქეთ ბევრი შეიძლება, გასაკრიტიკებელი იყოს და გაგვაკრიტიკოს კიდეც, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ოღონდ „ქართული ოცნება” ახსენო, ასეთი კრიტიკა ჩვენი მისამართით არ უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ქათული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პარლამენტარიზმს ანგრევენ, რითაც პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ქუჩაში ტოვებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები