საერთაშორისო სავალუტო ფონდი: მსოფლიო ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა დაკარგავს 22 ტრილიონ დოლარს. მათივე განცხადებით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება ვაქცინაციის პროცესი. ამ პერიოდში პანდემიასთან ბრძოლა ჯერ ისევ რჩება ნომერ პირველ პრიორიტეტად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეკონომიკური ზრდის წლევანდელი მოლოდინი კი, დაახლოებით, 5.5%-ია. მასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი იყო ძალიან მძიმე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ გააჩინა პოზიტიური მოლოდინები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები