ბაიდენმა და სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს – აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსის უსაფრთხოების განმტკიცების მზაობა დაადასტურა

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი, ბაიდენმა სტოლტენბერგს ალიანსის მართვისთვის მადლობა გადაუხადა და მტკიცე მზაობა დაუდასტურა იმუშაოს მოკავშირეებთან “უსაფრთხოებასთან დაკაშირებული საერთო პრობლემების სპექტრის ირგვლივ, მათ შორის, ავღანეთის, ერაყისა და რუსეთის მიმართულებით”.

ასევე, ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მზაობა, იმოქმედოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლის შესაბამისად და მტკიცედ გააძლიეროს ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოება.

თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა “საერთო ფასეულობების, კონსულტაციებისა და შესაძლებლობების მნიშვნელობას” შეკავების პოლიტიკის გატარების მხრივ და ახალი საფრთხეების შეწინააღმდეგების ნაწილში, მათ შორის, კლიმატისა და პანდემიის საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები