ზურაბ ჯაფარიძე: ყველა შეზღუდვა მოსახსნელია

“ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ტიპის ბიზნესით მანიპულირებს”, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აქციები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდეს.

„აქციის მიზანია ყველა შეზღუდვის მოხსნა, დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს. აქციები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ჰქონდეს ეფექტი. ჩემი აზრით, ყველა შეზღუდვა მოსახსნელია. შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესებით. აცხადებენ, რომ ფრენები გაიხსნება 1-ელი თებერვლიდან, რასაც შინაარსი არ გააჩნია. რა დატვირთვა ექნება ფრენების გახსნას, როდესაც ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში, ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, რომ გამოვა სასტუმრო არ არის, რომ გაჩერდეს, საჭმელი რომ მოუნდეს, რესტორანი არ არის “, – აცხადებს ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები