თენგიზ ცერცვაძე: შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, იწყება ძალიან სერიოზული კვლევა 500 ადამიანზე

“იწყება ძალიან სერიოზული კვლევა 500 ადამიანზე. ჩვენ ისტორიებს კი არ შევისწავლით უკანა რიცხვით, არამედ, წინა რიცხვით დავაკვირდებით პაციენტებს. ტარდება ეს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ შედეგები ჯერ არსად არ გამოქვეყნებულა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს ჩაუტარდებათ ყველა კვლევა, რაც პოსტკოვიდის დროს აღწერილია მთელს მსოფლიოში.

„ჩვენ შემთხვევითი, შერჩევის პრინციპით, ისე რომ თანაბრად მოხვდება ამ კვლევაში ქალი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ასაკოვანი, თბილისის სხვადასხვა რაონებში მცხოვრები და ა.შ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გვაქვს ჩვენ სია ყველა იმ ადამიანის, ვინც გაეწერა კლინიკიდან, ან ვინც სახლში მკურნალობდა და კომპიუტერი აკეთებს ამ შემთხვევით შერჩევას და ვუკავშირდებით ამ პირებს და მოვიწვევთ ამ კვლევისთვის. დამოუკიდებლად იმისა, მას რამე აწუხებს თუ არა, ჩვენ მოვწვევთ ყველას, ვინც გაეწერა რაღაც პერიოდში, მაგალითად, ერთი თვის წინ და შემდეგ, ამ 500 კაცს ჩავუტარებთ ყველანაირ გამოკვლევას, დაწყებული კითხვარით და პლუს ყველა გამოკვლევას, რაც პოსტკოვიდის დროს აღწერილია მთელს მსოფლიოში, რომ რაც შეიძლება დაზიანდეს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები