სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ ტრენინგებს ,,ელექტრონული კომერცია – როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“ იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა პირველი თებერვლიდან ონლაინ უფასო ტრენინგებს ,,ელექტრონული კომერცია – როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“ იწყებს.

როგორც ,,კვირას” სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია.

,,ტრენინგის ერთი კურსი 4 დღის განმავლობაში გრძელდება. მეწარმეები მიიღებენ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონული კომერციის საკითხებზე, მათ შორის – რა არის ელექტრონული კომერცია და მისი უპირატესობები, ციფრული მარკეტინგი – როგორ გავხადოთ პროდუქტი გამორჩეული, ციფრული მედია და კომუნიკაცია, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებში, როგორ ავაწყოთ და ვმართოთ წარმატებული Facebook გვერდი, პროდუქციის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარის მნიშვნელობა, სამიზნე აუდიტორია, მომხმარებლების მოზიდვა და მათთან კომუნიკაცი, პროდუქციის მიწოდება საქართველოში და საზღვარგარეთ.

ტრენინგები მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის მხარდაჭერით ტარდება.

საბაზისო კურსი წარმოადგენს შესავალს ელ. კომერციაში, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ძირითადად განკუთვნილია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულის მეშვეობით https://docs.google.com/…/1FAIpQLSf5gURsebAUTq…/viewform
მონაწილეები ინფორმაციას ტრენინგის თარიღის შესახებ და დასწრების ბმულს მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის გაიცემა ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი,”- ნათქვამია სავაჭრო პალატის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები