Twinning in Energy პროგრამის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის თემაზე ბავშვთა ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით, სკოლის ასაკის ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებულ პროექტში – „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმი თანამშრომლობდა.

,,სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე; შეიქმნა მოთხრობაგანახლებადი ენერგიების შესახებ. კამპანია ითვალისწინებდა ლექციების ჩატარებას ელექტროენერგიის წარმოებისა და რაციონალური მოხმარების, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილების შედეგად მიღებული დადებითიგარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. კამპანიის ფარგლებში დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალები, როგორიცაა საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები.

დაძმობილების პროექტი „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“ ზოგადად მიმართულია საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეფექტური, უსაფრთხო, თანამედროვე და დაცული ექსპლუატაციის ხელშეწყობაზე,”- ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები