ეკატერინე ტიკარაძე: პოსტკოვიდური სინდრომის საკითხზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სახის პროტოკოლი შეიქმნას
„ჩვენ ვმუშაობთ პოსტკოვიდურ სინდრომზე. რაც შეეხება ყველა პაციენტს, რომელსაც მსგავსი სინდრომი დაუფიქსირდათ, შესაბამისი მომსახურება ყველას გაეწია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოსტკოვიდური სინდრომის საკითხზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სახის პროტოკოლი შეიქმნას.
„ჩვენ ვმუშაობთ პოსტკოვიდურ სინდრომზე. რაც შეეხება ყველა პაციენტს, რომელსაც მსგავსი სინდრომი დაუფიქსირდა, შესაბამისი მომსახურება ყველას გაეწია. კლინიკური ჯგუფი მუშაობს დეტალებზე, რის შედეგადაც უკვე შეიქმნება გარკვეული პროტოკოლი, თუ, რა თქმა უნდა, ამას ისინი საჭიროდ ჩათვლიან. ვინაიდან დღეს ეს შემთხვევები პროტოკოლის გარეშეც წარმატებით იმართება და შეიძლება, მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პროტოკოლის მიღების საჭიროება არ არის, რადგან ეს არა მხოლოდ კოვიდის შემთხვევაში, არამედ სხვა დაავადების შემთხვევაშიც ხშირად ვლინდება. ჩვენს ექიმებს მსგავსი დაავადებებისა და გართულებების მართვა შეუძლიათ”, – განაცხადა ტიკარაძემ.