მიხეილ ჩხენკელი: 7 დღის განმავლობაში ოთხპროცენტიანი ინფიცირების მაჩვენებელი თუ იქნება, თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც სწავლას საკლასო ოთახებში გავაგრძელებთ

“ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა დადებითობის მაჩვენებელი, საშუალება გვექნება, სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებისა, მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებთან დაკავშირებით, როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში 4-პროცენტიანი მაჩვენებელი ინფიცირების. თუ პირველ მარტამდეც შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა ოთხ პროცენტზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და, ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენ, პირველ ყოვლისა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება, სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები