როდის შეძლებს კაცობრიობა კორონავირუსის დამარცხებას – ჯანმო-ს განმარტება

“კაცობრიობას პანდემიასთან ბრძოლის კიდევ მრავალი წელი ელოდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

“პროგრესის მიუხედავად, რომელსაც მივაღწიეთ ვირუსთან ბრძოლაში, უამრავი ფაქტორი რჩება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემიასთან გამკლავება არ იქნება მარტივი”, – თქვა მან ბრიფინგზე.

რაიანმა განმარტა, რომ დღესდღეობით კოვიდ 19 მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული, ვირუსის შეკავება კი ყველგან ვერ ხერხდება, წარმოებული ვაქცინების რაოდენობა არასაკმარისია პანდემიის დასამარცხებლად.

ამასთან, ექსპერტმა თქვა ისიც, რომ დაავადებასთან ბრძოლისკენ მიმართულ ძალისხმევასა და ზომებს შედეგი აქვს, რადგან ყოველდღიურად სიკვდილიანობისა და ახალი ინფიცირებულების რაოდენობის შემცირება შეინიშნება.

რაიანის თქმითვე, კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა ისეთი დროც, როდესაც პანდემიები ლოკალურ ხასიათს ღებულობდნენ და მრავალი წლით გაგრძელებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები