ჩინეთში კორონავირუსი დაბრუნდა – ათობით ახალი ინფიცირებული გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 82 ახალი შემთხვევა, ასევე, 57 ვირუსის უსიმპტომო მატარებლები გამოავლინეს.

აღინიშნება, რომ გამოვლენილი 82 შემთხვევიდან 13 იმპორტირებულია, 69 ლოკალური, მათგან 7 გირინის პროვინციაში, 5 – ხებეიში, 53 ხეილუნძიანის, ორ ორი შემთხვევაა პეკინსა და შანჰაიში.

ასევე, ბოლო ერთ დღეში საავადმყოფოებიდან 47 პირი იქნა გაწერილი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი SARS-CoV-2-ის ინფექციის გავრცელების წყარო 2019 წლის მიწურულს გახდა. ჯამურად, ქვეყანაში 99 402 დადასტურებული შემთხვევაა, კორონავირუსს 4 807 პირი ემსხვერპლა, 91 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

26 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსი მსოფლიოში 99 718 414 პირს აქვს დადასტურებული, დაავადებას 2 139 928 ადამიანი შეეწირა, 55 057 255 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები