თეა წულუკიანი: მომავალ თაობებს აქვთ დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს

ჩვენ პირველად, დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც, იმედი მაქვს, რომ ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას, ქვეყანა გააერთიანოს და თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება ჰააგის გამოძიების ბედს, აქ პარლამენტი ჩართულია.

,,ჩვენს ქვეყანას და თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლი იყო აგვისტოს ომის, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც დადგა ევროპულ სასამართლოში 21იანვარს. ჩვენ პირველად, დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც, იმედი მაქვს, რომ ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას, ქვეყანა გააერთიანოს და თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს.

რაც შეეხება ჰააგის გამოძიების ბედს, აქ პარლამენტი ჩართულია, რადგან არაერთი დოკუმენტაცია იქმნებოდა საკანონმდებლო ორგანოში თავის დროზე და ესეც საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს მიმდინარე დავაა და რამდენად შეძლებს აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს ამაზე ღიად საუბარს, არ ვიცით. თუმცა, ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი, სათქმელი და მინდოდა კიდევ ერთხელ მომელოცა ეს პროცესი, გვეთქვა, რომ გახსნილია და კომიტეტები ამ პროცესს მისცემენ კონკრეტულ ფორმას მომდევნო ათი დღის განმავლობაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები