“ლილოს ბაზრობის” მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება, ისინი შეზღუდვებს აპროტესტებენ
“ლილოს ბაზრობის” მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. ისინი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მუშაობის ნებართვას ითხოვენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვაჭრეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.
“სიღატაკის ზღვარზე ვართ. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ყველაფერი გაიხნა, “ლილოს” გარდა. რას გვერჩიან ჩვენ?!”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოვაჭრეები იმედოვნებენ, რომ რადიკალური ზომების მიღება არ დასჭირდებათ და აცხადებენ, რომ ყველა რეგულაციას ზედმიწევნით დაიცავენ.