მამუკა მდინარაძე: 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს უყრის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

„უფლებამოსილების შეწყვეტას რაც შეეხება, მაქსიმალურად, ბოლო წუთამდე ვცდილობთ, მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს 17-18 იანვარს, შემდეგ წარედგინება ბიუროს. უკვე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა 2 თებერვალს 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები