მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია, მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში
„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია, მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორ მდინარაძემ აღნიშნა, „ოპოზიციის პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე, შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლების დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე“.
„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია, მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ, გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.
„ევროპელ სოციალისტებს“ ჰქონდათ გარკვეული წინადადებები. ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პრინციპში, ეს მანამდე იყო მიღებული, რომ გამოსვლების დრო განისაზღვროს 15 წუთით“, – აღნიშნა მდინარაძემ.