ნინო წილოსანი: ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, საცივში გქონდა თავი ჩაყოფილი და ახლა ამოყავი თუ არა, რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ეს ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს
“მიხარია, რომ გამჭვირვალე არჩევნებმა რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.
„ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, გარკვეული პერიოდი საცივში გქონდა თავი ჩაყოფილი და ახლა, თავი ამოყავი თუ არა საცივიდან ინდივიდუალურად ადასტურებ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ეს, ერთი მხრივ, ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს, მაგრამ სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დააქმევს, დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება, თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანებს რადიკალიზმის მიღმა არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მიხარია, რომ გამჭვირვალე არჩევნებმა რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა და თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.