ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში იმყოფება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ბაქოში ჩავიდა.

როგორც აზერბაიჯანში ჩასვლისთანავე მან თქვა,  ირანი მოხარულია, რომ მისმა მოძმე და მეგობარმა ქვეყანამ ოკუპაციისგან საკუთარი ტერიტორიები გამოათავისუფლა.

დიპლომატის თქმით, დღეს აზერბაიჯანის მხარესთან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება, კერძოდ, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენაზე, ასევე, რეგიონული თანამშრომლობა და ჩრდილოეთ-სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის დერეფნების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ირანის პირველი დიპლომატი აზერბაიჯანის გარდა ჩავა სომხეთში, საქართველოსა და რუსეთში. ასევე, არ გამოირიცხება ვიზიტის განხორციელება თურქეთში. როგორც ზარიფმა გასულ კვირას თქვა, მან თურქ კოლეგასთან საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები