კახა კუჭავა: მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ყველას პოზიცია და დავსახოთ მიზნები ევროსაბჭოს მონიტორინგის უფრო დადებითი ანგარიშისთვის, რომელიც ერთი წლის თავზე დაიდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 25 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

კოლეგებს შორის დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, არის ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით და ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს.

“ვაპირებთ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა განხილვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველ დღეს იქნება წარმოდგენილი, ეს არის ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. იმავე დღეს სავარაუდოდ იქნება მონიტორინგის ანგარიშის წარდგენაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ანგარიშის დადებითი პოზიციების შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ყველას პოზიცია და დავსახოთ მიზნები უფრო დადებითი ანგარიშისთვის, რომელიც ერთი წლის თავზე დაიდება, ის გეგმები და მიზნები, რომელიც გვაქვს და გვინდა განვახორციელოთ”, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები