თეა წულუკიანი: პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს და ეს ნამდვილად არის უკვე სათანადოდ შეფასებული, პირველ ყოვლისა, აშშ-ის მხრიდან

“ჩვენ პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს და ეს ნამდვილად არის უკვე სათანადოდ შეფასებული, პირველ ყოვლისა, ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”, – ამის შესახებ  პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ქართველი დიპლომატის შრომა დევს, რომ არაღიარების პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული.

„ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რა თქმა უნდა, აქამდე გვქონდა პოლიტიკური შეიარაღება, რათა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ აღიარების პოლიტიკას ჩვენივე განუყოფელი ტერიტორიებისა, დავპირისპირებოდით და, რა თქმა უნდა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, არაერთი ქართველი დიპლომატის შრომა დევს ამაში ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და მოკავშირეებთან ერთად, რომ არაღიარების პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული, გაერო-ში მიღებული ყოფილიყო ხოლმე ყოველ წელს დევნილთა დაბრუნების შესახებ და ასე შემდეგ. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სიახლე ამ ბრძოლაში არის ის, რომ ჩვენ პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს და ეს ნამდვილად არის უკვე სათანადოდ შეფასებული, პირველ ყოვლისა, ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები