ალეკო ელისაშვილი: პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ
“ჩვენ პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა.
„ჩვენ პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ. გვაინტერესებდა, სერიოზული მზაობა აქვს თუ არა ისევ „ქართულ ოცნებას“ და კომპრომისებისთვის არის თუ არა მზად. ვიცით, რომ მეოთხე რაუნდის შემდეგ მითური მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა, ეს პროცესი გაიწელა, გაიწელა პოლიტიკური კრიზისი, გაიჭედა ეს ქვეყანა და მართლა ხალხი არის მიტოვებული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.