მამუკა მდინარაძე: ,,მოქალაქეებთან” შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით
,,მოქალაქეებთან” შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საკითხზე თანხმობა წარმოუდგენელია.
„მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ესე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.