არჩილ თალაკვაძე: ჩვენი და „მოქალაქეების“ პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე იმდენად დაახლოებულია, რომ შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია

“ჩვენი და „მოქალაქეების“ პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე იმდენად დაახლოებულია, რომ შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფისქირდა, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ხელისუფლებისგან აქვს სრული მხარდაჭერა.

„პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს შეხვედრა გვქონდა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს. მთავარი არის ის, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები