მაია ცქიტიშვილი: საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა ძალაში რჩება
“ამ ეტაპზე, შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება.
„ამ ეტაპზე, შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ბუნებრივია, ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.