სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურს მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის კომენტარი გაკეთდება.

სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.

ღონისძიების პირდაპირი ეთერი ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცეპრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები