გიორგი გახარია: კოორდინებული მუშაობაა საჭირო, რათა 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად და ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის დამსახურებული განაცხადი გააკეთოს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პრემიერის თქმით, კოორდინებული მუშაობაა საჭირო, რათა 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად, რათა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადი გააკეთოს.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ ყოვლისა, ეს არის გლობალური პანდემია, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარად პრიორიტეტები, ეს არის ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება. მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გადავლახოთ და მეორე იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად, ხმამაღალი და, რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები