კახა კუჭავა: ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია

“ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გზავნილებს ეთანხმება.

„ბევრი საკითხია, რაზეც მათ უთანხმოება აქვთ. ეს მათგან გასაკვირი არ არის. მგონია, რომ მათ შორის ბევრ საინტერესო სცენას ვნახავთ. დიდი ხანია, ოპოზიცია იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ, თითქოს, ერთიანები არიან, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი. მათ მიმართ საინტერესო გზავნილები გვესმის, რომ მანდატები მიიღონ, პარლამენტში შემოვიდნენ, მუშაობა დაიწყონ და ოპონირება ქუჩის ნაცვლად პარლამენტში წარმართონ. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი – არა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ისინი ერთიანი არასდროს ყოფილან“, – განაცხადა კუჭავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები