ალეკო ელისაშვილი: ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია – ბოდიში, მაგრამ გვაქვს უფლება, რომ სხვანაირად ვაზროვნებდეთ და განსხვავებულად ვხედავდეთ საკითხებს

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ძირითად პროცესს აფერხებს.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ უნდა მოლაპარაკება, რადგან არ უნდა საარჩევნო სისტემის დათმობა.

“ოპოზიცია აფერხებს, ძირითადად, პროცესს. “ქართულ ოცნებას” არ უნდა მოლაპარაკება, რადგან არ უნდა დათმობა საარჩევნო სისტემის. რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში.

ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, გამოგვეგლიჯა ოცნებისთვის ხელიდან. ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ, ცხოვრების წესია, ჩვენ ასე არ ვხედავთ ამას. ბოდიში, მაგრამ გვაქვს უფლება, რომ სხვანაირად ვაზროვნებდეთ და განსხვავებულად ვხედავდეთ საკითხებს”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები