თამარ გაბუნია: COVID-19-ის ვაქცინაციის გეგმა იანვრის ბოლომდე დამტკიცდება

“ვაქცინაციის გეგმის დოკუმენტის იურიდიული დამუშავება მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 10 დღე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გეგმამ საბოლოო ფორმალური სახე მიიღოს და იყოს დამტკიცებული მთავრობის მიერ.

,,ვაქცინაციის გეგმის დოკუმენტის იურიდიული დამუშავება მიმდინარეობს. ვფიქრობ, 10 დღე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გეგმამ საბოლოო ფორმალური სახე მიიღოს და იყოს დამტკიცებული მთავრობის მიერ.

აქ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდულობით მოგვიწევს გეგმის გადახედვა და განახლება. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ვაქცინა ბაზარზე და შესაძლოა, გარკვეული რეკომენდაციებიც მოვიდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რაც უნდა აისახოს გეგმაში.

თუმცა, მოხდება იმ გაიდლაინების განახლება, რაც უკავშირდება იმუნიზაციის პროცესსა და გვერდითი მოვლენების მონიტორინგს. ეს ყველაფერი სრული პაკეტის სახით იანვრის ბოლომდე დამტკიცდება“, – განაცხდა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები