გლდანის რაიონში, ავტომობილის შეჯახების შედეგად, 3500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

გლდანის რაიონში, ავტომობილის შეჯახების შედეგად, საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა და გაზის მიწოდება 3250 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

,,კერძოდ გლდანის ,,ა” მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ), ასევე გლდანის I და II მ/რ-ს შორის, ხიზანიშვილის ქ. 45-ში (ვეკუას ქ. 22) – ყოფ. სავაჭრო ცენტრის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,მმბ”-ის კორპუსის, კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ (მარატ ნოზაძის ქ. საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს ,,თავთავს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, სს ,,უძრავი ქონებას”, შპს ,,სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას, გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს ,,ქეთის”, შპს ,,ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს ,,ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს ,,ლიდერთრეიდს”, შპს ,,გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს ,,მედკაპიტალს” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრი, შპს ,,#55 აფთიაქი”, შპს ,,სქაი ჰოლდინგი”, შპს ,,პრესტიჟი, Fშპს ,,ჯეოსელი”, #136 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის #35 საბავშვო ბაგა-ბაღი გლდანის “ა” მ/რ-ში – ფ/პ დ მოდებაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს “ერა + ” და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე,”- ნათქვამია ,,თბილისი ენერჯის” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები